LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, მათი მოლოდინი რეალობას აცდელია – ვიცე-მერის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

69
ირაკლი ხმალაძე - ფორტუნა

„თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არავის შერჩება და სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ, რომ მსგავსი რაღაცები არ დავუშვათ. ის, რასაც დღეს კომპანია აპირებდა – ვაკის პარკში მშენებლობის დაწყებას. აქამდეც მითქვამს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. 

მხარეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან – პრობლემური საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაჭრან. ხმალაძის შეფასებით, კომპანიის მოლოდინი რეალობასაა აცდენილი, სინამდვილეში კი, მათ მშენებლობა “არ გაუვათ.”

“როგორც ჩანს, მათი მოლოდინი რეალობას აცდელია. მათ ჰგონიათ, რომ რაღაცები „გაუვათ” და სინამდვილეში არ „გაუვათ”. დღეს დილით რასაც ვუყურებდი იყო ის, რომ კომპანიას მოლოდინი ჰქონდა შევიდოდა ვაკის პარკში და სასტუმროს მშენებლობას დაამთავრებდა. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვადასტურებ, ასეთი რამ არ მოხდება! არ მოხდება, თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. სჯობს, რომ კომპანიამ თავის მოქმედებებს, შეხედოს, იმ რეალობას სად იმყოფება და ის წინადადებები მიიღოს, რომელსაც მუნიციპალიტეტი აძლევს”. – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ასევე თქვა, რომ კომპანია 20 000 000 ლარიან მონაცვლეობას უნდა დათანხმდეს, ხოლო სამშენებლო ეტაპამდე რომ მივიდეს, კომპანიის წარმომადგენელმა რამდენიმე  სამართლებრივი ეტაპი უნდა გაიაროს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სამშენებლო ეტაპამდე რომ მივიდეს კომპანიის წარმომადგენელი, რამდენიმე სამართლებრივი  ეტაპი უნდა გაიაროს. მშენებლობის ნებართვა მერიას გაცემული არ აქვს, მაგრამ ის, რომ  სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წელს კანონიერადაა გაცემული, ზუსტად იმის მიზეზია, რომ კომპანიასთან 20 000 000 ლარიან მონაცვლეობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სასტუმროს მშენებლობა არ მოხდება”.- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები