“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი თეა წულუკიანის, კომენტარს პასუხობს.
“მინდოდა მეთქვა, ქალატონო თეა, დიახ, თქვენც კი, ხართ თქვენი შვილისთვის მზეთუნახავი, დიახ, თქვენც კი იქნებოდით, როცა პატარა იყავით, თქვენი მშობლებისთვის მზეთუნახავი და მე მგონია, რომ ქალბატონ თეას ელემენტარული ქალური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაინც უნდა გამოეჩინა და ამ ვითარებაში საერთოდ მე, როგორც ნიკა გვარამიას, ცალკე აღებულს, მეუღლეს, ქალს, საერთოდ არ უნდა ვეხსენებინე. მე ასე ვიზამდი”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი.
სოფო ლილუაშვილის გამოხმაურება თეა წულუკიანის კომენტარს მოჰყვა. ჟურნალისტიებმა წულუკიანს ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე თვალთვალის შესახებ ჰკითხეს.
“ძნელია, თურმე, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!”, – უპასუხა მედიის წარმომადგენლებს თეა წულუკიანმა.
პარლამენტის წევრს მოგვიანებით ნიკა გვარამიამაც უპასუხა.
“ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა, ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის… – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ”, – აღნიშნა გვარამიამ.