LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია” – რა ვითარებაა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით

213
news3434345-2021-04-16-12-22-18-487376

„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“- ამ გზავნილით გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება. წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალურ ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.

„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ – გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმი იწყება

16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

რა ვითარებაა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით – აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იურისტმა, ქალთა უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებას ითხოვს: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გასულ წლებში გარკვეული ნაბიჯები, როგორც ვიცით, გადაიდგა: ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდებაც ხორციელდება. ამჟამად რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ?

„საქართველოში კვლავ ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და ეს უარყოფითად მოქმედებს, არამარტო დაზარალებულზე, არამედ ოჯახის სხვა წევრებზეც, განსაკუთრებით ბავშვებზე.

ჩვენ თუ შევხედავთ დინამიკაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელს, ყოველწლიურად იზრდება ამ შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი, რაც აისახება შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობის ზრდაზე.

თუმცა, კვლავ რჩება შემთხვევები, რომლებიც არის გამოვლენის მიღმა, იმიტომ, რომ ასეთ დროს მსხვერპლი არის არაერთი ბარიერის წინაშე, რის გამოც უჭირს რომ დააღწიოს თავი ამ ძალადობის გარემოს და მიმართოს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს.

მაგალითად  სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.

როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა?

სექსუალური ძალადობა არის კიდევ უფრო მეტად დაფარული ძალადობის ფორმა და ამ ძალადობაზე საუბარი განსაკუთრებით უჭირთ ქალებს.

ბოლო პერიოდში ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, მათ შორის გამოვყოფდი 2017 წელს სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას საქართველოს მიერ. ფაქტობრივად, ამ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, ჩვენს კანონმდებლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა დაცვისა და დახმარების ინსტრუმენტები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა პასუხობს ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც მნიშვნელოვანია მსხვერპლების დასაცავად.

ვთქვათ მოხდა ძალადობის ფაქტი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალს? თქვენ უამრავ ძალადობის მსხვერპლ ქალთან გქონიათ შეხება, როგორ ვეხმარებით მათ?

ვფიქრობ, ერთ-ერთ პრობლემად რჩება მსხვერპლი ქალების რეალურ საჭიროებებზე მორგება.

რას სთავაზობს სახელმწიფო მსხვერპლ ქალებს?

„როდესაც ვსაუბრობთ ძალადობაზე, მხოლოდ ძალადობაზე რეაგირება არ არის საკმარისი სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით და მხოლოდ მოძალადის დასჯით, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კომპონენტია სათანადო რეაგირება და პასუხისმგებლობის დაკისრება მოძალადისთვის, თუმცა, არასაკმარისი კომპონენტია და აი ამ მიმართულებით განსაკუთრებით სჭირდება სახელმწიფოს მუშაობის გაძლიერება. კერძოდ, დაცვის პარალელურად, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება.

მაგალითად, 2017 წელს ჩატარებული კვლევით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა, დადგინდა, რომ ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა არის გამართლებული, ანუ დამოკიდებულებების პრობლემა კვლავ გვრჩება საზოგადოების მხრიდან.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლთა გაძლიერება.

მათ შორის, მათი ეკონომიკური გაძლიერება, იმიტომ, რომ როდესაც მსხვერპლი საუბრობს ძალადობაზე, მიმართავს დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს, შემდეგში ის ისევ ბრუნდება პოლიციაში, სასამართლოში და ამბობს, რომ ის აღარ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ის ეკონომიკურად დამოკიდებულია მოძალადეზე და ფიქრობს, რომ მოძალადის დაკავებით, მისი დაჭერის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, შვილების გამოკვებას, საკუთარი თავის რჩენას.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება.

მისი მხარდაჭერა, რომ მან შეძლოს სამუდამოდ დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს.

და მესამე კომპონენტს გამოვყოფდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები.

ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოძალადეებთან მუშაობა და მათი ქცევის კორექციის პროგრამების განხორციელება, მაგრამ, სამწუხაროდ, აღსრულების მხრივ აქაც გვაქვს პრობლემა.

იმიტომ, რომ ეს სერვისი დღეს საკმაოდ შეზღუდული ფორმატით არსებობს და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს სერვისი მოძალადეებსაც მივაწოდოთ. როდესაც მოძალადე დაექვემდებარება სასჯელს და ის დატოვებს, რამდენიმე თვეში, თუ წელში ციხეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთანაც მოხდეს მუშაობა, რათა მან აღარ გააგრძელოს ამგვარი დამოკიდებულებებით ცხოვრება.

ეს კომპონენტები არის განსაკუთრებულად გასაძლიერებელი იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მატარებელი იქნება და აი ამ კომპონენტების გაძლიერების გარეშე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხებთ ერთი მხრივ ძალადობის პრევენციას და მეორე მხრივ, ვერ შევძლებთ იმას, რომ კონკრეტულმა მსხვერპლმა შეძლოს სამუდამოდ დააღწიოს თავი ამ ძალადობრივ გარემოს,“-აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები