კარლი ლოიდი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა.
მან გერმანელი მელანი ბერინგერი და ბრაზილიელი მარტა ჩამოიტოვა.
„ჰიუსტონ დეშის“ და აშშ-ს ნაკრების მოთამაშე ლოიდმა წლის ფეხბურთელის პრემია ციურიხში გამართულ ფიფას დაჯილდოვების ცერემონიაზე მიიღო.
კარლი ლოიდი წლის ფეხბურთელად 2015 წელსაც დაასახელეს.
ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთსო მწვრთნელი გერმანიის ნაკრების თავკაცი სილვია ნაიდი დასახელდა.