LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი 20 წელი ხელფასს არაფრისთვის იღებდა და დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლა

110
working-woman

საფრანგეთში ქალმა დამსაქმებელ-კომპანიას სასამართლოში უჩივლა, რადგან 20 წლის განმავლობაში მას არანაირი სამსახურებრივი მოვალეობა არ ჰქონია. ამის შესახებ Oddity Central წერს.

ლორანს ვასენჰოვი კომპანია France Telecom-მა 1993 წელს მანამდე აიყვანა სამსახურში, სანამ ის Orange-ის ნაწილი გახდებოდა. ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები ჰქონდა და სამსახურში მისთვის კომფორტული, ადაპტირებული გარემო შექმნეს. 2002 წლამდე ის მდივნად მუშაობდა, შემდეგ კი საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტა. ახალ ადგილზე მისთვის აუცილებელი პირობები არ იყო, ამიტომ Orange აღარანაირ დავალებებს აღარ აძლევდა და ხელფასსაც ისე უხდიდა.

შექმნილ ვითარებაში ფრანგმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სიტუაციის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს გაეგოთ. 2015 წელს Orange-მა თითქოს სცადა მოეგვარებინა სიტუაცია, თუმცა არაფერი გამოვიდა, ლორანი ხელფასს იღებდა, საქმე კი ისევ არ ჰქონდა.
დაზარალებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კომუნიკაციების გიგანტი ასეთი საქციელით მოსარჩელეს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. შედეგად ქალმა დამსაქმებელს მორალური ზიანისა და დისკრიმინაციისთვის უჩივლა.

ბუნებრივია, კომპანია ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ ქალის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მართლაც ყველაფერი კეთდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები