სერია ა-ში მოკრძალებულმა „მონცამ“ ბოლო ტურში თვით „იუვენტუსი“ დაამარცხა 2:0. „ბებერი ქალბატონი“ დემორალიზებულია, რადგან გუნდს ქულები დააკლეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ნაცვლად ცხრილის დაბლა აღმოჩნდა. თუმცა ეს „მონცას“ სიხარულს არ ანელებს, მით უმეტეს, რომ ფეხბურთელებმა კლუბის პრეზიდენტს სიტყვის კაცობა მოთხოვეს.
რაშია საქმე? „მონცას“ პრეზიდენტი თვით სილვიო ბერლუსკონია, ერთ დროს ძლევამოსილი „მილანის“ შემქმნელი. ჰოდა, დონ სილვიოს საშობაო წვეულებაზე წამოცდენია, ან „მილანს“ მოუგეთ ან „იუვენტუსს“ და ქალები ჩემზე იყოსო.
ჰოდა, ახლა „მონცას“ ფეხბურთელები მეძავებით სავსე დაპირებულ ავტობუსს ელოდებიან.
ეს ბერლუსკონიმაც დაადასტურა.
„ისინი ჩემგან დანაპირების შესრულებას მოითხოვენ, უკვე 100-მა კაცმა დამირეკა“.
ისე ალბათ ავტობუსიდან რომელიმე თავადაც შეხვდება, ბერლუსკონი ხომ მანდილოსნების ტრფობით ცნობილი მამაკაცია. ერთი ეგაა, რომ უკვე ასაკი და შესაძლებლობა თუ მისცემს საშუალებას თავი არ შეირცხვინოს.