როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, ორმა შეიარაღებულმა პირმა ლედი გაგას ძაღლები გაიტაცა, მისი თანაშემწე რაიან ფიშერი კი, რომელიც ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, მკერდში დაჭრა. ლედი გაგამ განაცხადა, რომ ძაღლების დაბრუნების შემთხვევაში 500 000 დოლარს გადაიხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიღაც მის ძაღლებს ქუჩაში იპოვის. მალევე ძაღლები პოლიციაში უცნობმა ქალმა მიიყვანა.
ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი დაჭრეს – თავდასხმის ვიდეო
ფოტო: ლედი გაგას ძაღლები უცნობმა ქალბატონმა დააბრუნა, ის კუთვნილ 500 000 დოლარს ითხოვს
გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ უცნობ ქალს გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ მაკბრაიდი და კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბრალდებულებმა არ იცოდნენ, რომ ძაღლები ლედი გაგას ეკუთვნოდა.