კანიე უესტი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მან ახლახან „ინსტაგრამზე“ მეუღლის, ბიანკა ჩენსოროს პიკანტური ფოტოები გაავრცელა. ბიანკა სამზარეულოში პრაქტიკულად სრულიად შიშველი დგას, თავზე შავი ლატექსის შლემი ახურავს და ფაფას აკეთებს.
„ხორბალი ნაღებით“, – ასე დაასათაურა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ფოტო.
„ქალი სამზარეულოში“, „მონასავით ექცევა“,„ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოება სად არის ამ დროს?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის უესტმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის პიკანტური ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ბიანკა ფაქტობრივად სრულიად შიშველია. უესტმა აღნიშნა, რომ 2024 წელს მისი მეუღლე უფრო ნაკლები ტანისამოსით ივლის.