LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის ლანძღვა ადვილია, კაცებს გაუბედეთ ლანძღვა, კაცებო!: ბაია პატარაია

158
baia-pataraia-e1481698946886

ბევრი სტატუსი შემხვდა, რომელიც იმ ქალებს ლანძღავდა, ვინც გაუპატიურების წამახალისებელ ბიჭს იცავდა. მარტო ქალები იცავენ მაგ ბიჭსო, ეგ გულისამრევებიო და სხვა, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს არის ტყუილი მსჯელობა და ისევ ისრების გადატანა ქალებზე და აი, რატომ:
– გაუპატიურებას, ფემიციდს და ცემას სჩადის კაცი და არა ქალი!
– კვლევების მიხედვით გაუპატიურებას ამართლებს ყოველი მეორე კაცი საქართველოში და ბევრად ნაკლები ქალი. (UNFPA 2020)
– გაუპატიურების კულტურით და პატრიარქატით კაცები იღებენ სარგებელს, ქალები კი მხოლოდ იჩაგრებიან.
– ე.წ. “კაცურობის” სტანდარტს ადგენენ კაცები და არა ქალები; “კაცურ კაცად” სხვა კაცებმა უნდა გაღიარონ და არა საკუთარმა დედამ; დედის აზრი მეასე ხარისხოვანია ძმაკაცების და მამა-ბიძების აზრებთან შედარებით.

კიდე გავაგრძელებდი ამ სიას, მაგრამ გრძელი გამოვა. ამიტომ გაეშვით ქალების თათხვას, როცა საქმეს ყოველთვის კაცი აფუჭებს. მაგ ძველმოდური ყაიდის ქალებს არავინ უსმენს, ისინი ვერ ქმნიან დომინანტურ აზრს და არ წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს.
მიხედეთ კაცებს!
აკრიტიკეთ ტოქსიკური მასკულინობა, პატრიარქატი, საშინელი ქცევის მქონე კაცები. ისევ მსხვერპლებს და ისევ დაზარალებულებს ნუ თათხავთ!
ქალის ლანძღვა ადვილია, კაცებს გაუბედეთ ლანძღვა, კაცებო!” – წერს პატარაია “ფეისბუკზე”

 

 

ამავე თემაზე:

„რა ეშველება ამდენ უტვინო და მოძალადე კაცს, რომელიც ვერ ეგუება ქალის უარს? როდის უნდა შეიგნონ კაცებმა, რომ ქალებს აქვთ უარის თქმის უფლება?“ – ბაია პატარაია ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობას ეხმაურება

“ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმს ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო თუ ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო” – რას წერს ბაია პატარაია

„ერეკლე მეორეს არავის დაცვა არ სჭირდება, საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი დაგვანახებს ჩვენ მომავალს“ – ბაია პატარაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g