ჩინეთში ერთმა თანამშრომელმა დაბალი ხელფასის წინააღმდეგ პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართა – სამუშაო ადგილზე ხუთი საათის განმავლობაში დაიძინა. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.
ინციდენტი ქალაქ შანციუში მოხდა. დასაქმებულმა სამსახურში მისვლისთანავე სამუშაო მაგიდასთან დაიძინა, ხოლო გაღვიძების შემდეგ უფროსის მაგიდიდან შოკოლადი აიღო და მიირთვა.
როგორც მედია წერს, შოკოლადი ეკუთვნოდა მის ხელმძღვანელს, რომელსაც დიაბეტი აქვს. საკვების ვერ პოვნამ მას თავი ცუდად აგრძნობინა.
შემთხვევის შემდეგ ხელმძღვანელმა თანამშრომელს საყვედური გამოუცხადა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. პასუხად ქალმა განაცხადა: „იღებთ იმას, რასაც იხდით“.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა და განმარტა, რომ მისი ქმედება არასწორად იყო გაგებული. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების უმეტესობამ მისი საქციელი გააკრიტიკა – მათი შეფასებით, ხუთსაათიანი ძილი და სხვისი ნივთის გამოყენება მიუღებელია, მიუხედავად დაბალი ანაზღაურებისა.
ინციდენტს საბოლოოდ ხელფასის ზრდა არ მოჰყოლია.