LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა კარიერული განვითარებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა

115
ქალი

Forbes Georgia ქალთა კარიერული განვითარებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებს ეყრდნობა.

ქალთა დასაქმებისთვის პროგრესული ქვეყნის გამოსავლენ ინდექსში ისეთი ფაქტორები იყო გათვალისწინებული, როგორებიცაა: ქალთა შემოსავალი, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და ა.შ.

ქალთა კარიერული განვითარებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნები აღმოჩნდა ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ალბანეთი, შვეიცარია, ლიეტუვა, ირლანდია, დანია და ბელგია.

ისლანდიაში 190 ათასი მოსახლე ქალია. მათი ყოველწლიური საშუალო შემოსავალი 40 500 ევროა. პარლამენტში ქალთა წილი 47.6%-ია, ხოლო ბოლო 50 წლიდან, ჯამში, 25 წლის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობას სათავეში ქალი პრემიერი ჰყავდა. ასევე, ისლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი არჩევის გზით პრეზიდენტად ქალი აირჩიეს. ალბანეთის შემდეგ, ისლანდიას მეორე ადგილი უჭირავს ქალ და მამაკაც დასაქმებულთა შორის ხელფასის თანასწორობის მხრივ  და მესამე ადგილზეა წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობით.

აღნიშნულ კვლევაში, ევროპის 46 ქვეყანას შორის, საქართველომ 100-დან 38.03 ქულა მიიღო და რეიტინგში 24-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ქალების კარიერული წინსვლისთვის ყველაზე ცუდ ქვეყნებს, ესენია: თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, პოლონეთი, უკრაინა და საბერძნეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები