LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა (ვიდეო)

8071660-0-image-a-13_1546478986234

ქარდი ბიმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ახალი სტუდიური ალბომი დღის სინათლეს 2019 წელს იხილავს. ცნობილია, რომ სიახლის რელიზს ეპატაჟური არტისტი აპრილში გეგმავს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

,,ახალი დისკი, რა თქმა უნდა, 2019-ში გამოვა. იმედი მაქვს, ფირფიტის რელიზს Invasion of Privacy-ის გამოსვლის თარიღს დავამთხვევ”, – თქვა ,,ინსტაგრამ ლაივის” მიმდინარეობისას 26 წლის რეპერმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომლისთვისაც ის ,,გრემის” ხუთ ნომინაციაშია წარგენილი, გასული წლის აპრილში გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები