შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“სამართალდამცველებმა იგი ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს,”- აღნიშნავენ შსს-ში.