ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე სავარაუდოდ, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილი მამაკაცები ქარელში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.