დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მილიონამდე ავტომობილი გაანადგურა, ზარალი კი მილიონობით დოლარს შეადგენს. სინოპტიკოსების განცხადებით, ჰარვი კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე არ იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი რაც კი ყოფილა, თუმცა ის ნამდვილად იყო ყველაზე დამანგრეველი. „ჰარვი“ ტეხასსა და ლუიზიანას დაატყდა.
ექსპერტების გაანგარიშებით, მხოლოდ ტეხასის შტატის აღდგენას 180 მილიარდი დოლარი დასჭირდება. იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც უამინდობამ დააზარალა მილიონს აღწევს. ასეთი ავტომობილები დიდი ალბათობით უტილიზაციას ექვემდებარებიან, თუმცა მათ ბედს სადაზღვევო კომოპანიები გადაწყვეტენ. დაზიანებულ ავტომობილებს შორის არის ბევრი რარიტეტული და ექსკლუზიური მოდელი, ასევე სუპერქარები და ყველგანმავლები. სპეციალისტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ შესაძლოა, სათადარიგო ნაწილების ბაზარზე ამ ავტომობილებიდან მოხსნილი დეტალები გამოჩნდეს. ექსპერტების რეკომენდაციით, მყიდველებმა კარგად უნდა დაათვალიერონ, ხომ არ არის ესა თუ ის ნაწილი დასველებული, განსაკუთრებით კი ელექტროაღჭურვილობა.