გუშინ, მიშელ ობამა ქალიშვილებთან ერთად ესპანეთს ესტუმრა. აეროპორტში, თვითმფრინავიდან გამოსვლის დროს კი დედა-შვილი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა არ გაითვალისწინეს მადრიდის ქარიანი ამინდი, შესაბამისად ძლიერმა ქარმა მათი ქვედა ბოლოები მოულოდნელად ააფრიალა.
აშშ-ის პირველი ლედი შეეცადა სიტუაცია გამოესწორებინა, თუმცა მოხერხებულმა ფოტოგრაფებმა რამდენიმე პიკანტური კადრის დაფიქსირება მოასწრეს.
უფროსმა ქალიშვილმა, მალიამ კი საკმაოდ მოკლე ქვედა ბოლო ჩაიცვა, შესაბამისად ის გაცილებით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
~







