LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა – სტიქია ყვარელსა და ლაგოდეხში 

179
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის.

ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები.

ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები.

 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სპეციალური კომისია დილიდან ზარალს ითვლის.

 

 

ფოტო: ipn
magti 5g