LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართუ” ქართველ სტუდენტებს 4 მილიონზე მეტით დააფინანსებს

444
61921745_1142060022633370_6425063735269785600_o

ფონდი “ქართუ” 86 ქართველ სტუდენტს სანდიეგოს უნივერსიტეტში სწავლას უფინანსებს. ინვესტიციის მოცულობა 4 მილიონი ლარია.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს უნივერსიტეტს საქართველოში პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან ერთად, ამ პროექტის თანადამფინანსებელია.

“ფონდი ქართუ” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდია, მდებარეობს იმავე მისამართზე, სადაც ბანკი “ქართუს” ცენტრალური ოფისი. ამასთან, “ქართუ – ბანკის” 100%-იან წილს ივანიშვილის უფროსი შვილი უტა ივანიშვილი ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g