LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ჯარში არჩევნები არ დასრულებულა, მაგრამ სააკაშვილს უკვე შედეგები აქვს [ფოტო]

249

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტინს აქვეყნებს, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა შემოხაზული. როგორც სააკაშვილი წერს, ბიულეტინი ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტიგენტში ჩატარებული არჩევნებიდანაა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი უკვე დასრულდა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ, ამ დასკვნას მხოლოდ ერთი, იმ ბიულეტინის საფუძველზე აკეთებს, რომლის ფოტოსაც აქვეყნებს, რადგან საარჩევნო პროცესი ავღანეთში საღამოს 8 საათზე სრულდება.

„ახლახან შემატყობინეს ავღანეთში ჩატარებულ ქართულ საჯარისო კონტიგენტიდან – იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ.

ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს!

ქართულ ჯარს გაუმარჯოს,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დღეს ირჩევენ. საარჩევნო უბნები 2 ბაზაზეა განთავსებული – ბაგრამსა და მაზარი შარიფში. პროცესი დილის 08:00 საათიდან, საღამოს 08:00-მდე გაგრძელდება. თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ოქტომბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.

სულ რეგისტრირებულია 875 სამხედრო. ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება, მათ გადასატან ყუთს მიაწვდიან.