ქართულ კლუბებში დაგეგმილი დღევანდელი ღონისძიებები, ორგანიზატორების განცხადებით, უქმდება. ამის შესახებ განცხადებებს აქვეყნებენ კლუბები: „ხიდი“ და „გალერი“. გთავაზობთ მათ სპეციალურ განცხადებებს ამ თემაზე.
„ხიდი“:
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო KHIDI-ს დღევანდელი ღონისძიება არ ჩატარდება! ონლაინ ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
შექმნილ ვითარებაში არ გვაქვს გართობის არანაირი მიზეზი!
KHIDI გმობს მსგავსი ფორმით ადამიანებზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულ მოქალაქეს!
მოგიწოდებთ რომ დავდგეთ ერთად და ავაშენოთ ხიდები ჩვენი თავისუფლებისთვის, ვუთხრათ არა ოკუპაციას და ტირანიას!“
„გალერი“:
„დღევანდელი ღონისძიება გაუქმებულია! დღეს ჩვენ არ გვეცეკვება, რადგან გუშინ რუსთაველზე სამთავრობო ძალებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, პროვოკაციული ძალების ჩართულობით და მონაწილეობით მოხდა სისხლისღვრა და თანამოქალაქეების დევნა! ვუერთდებით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა რომ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველა ჩვენგანის ვალია!
ჩვენ ვგმობთ ძალადობას უდანაშაულო მომიტინგეების მიმართ,
ვგმობთ მცოცავ ოკუპაციას, რომელმაც უკვე პარლამენტში გადმოინაცვლა.
ვგმობთ რადიკალ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ფაშისტებს თუ რაინდებს, რომლებიც ბოროტებას თესავენ საზოგადოებაში, ვგმობთ იმ უნიათო ყოფილი თუ მოქმედი მთავრობის მოხელეებს ვის გამოც საქართველო დღეს ისევ იტანჯება!
#რუსეთიოკუპანტია #ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!“