LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ მანდარინს, ძირითადად, სომხეთი ყიდულობს

100
6b14559365a816474b65b8277789c59d-XL

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი,რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები