„ქართულ ოცნებას“ უნდა ვაიძულოთ გაატარონ ის რეფორმები , რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში მიღებისთვის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.
როგორც დამენია აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების განაცხადის გაკეთება ფორმალურად სწორი ნაბიჯია.
“სამწუხაროდ ამ ყველაფერს დასჭირდა მრავალ ათასიანი მიტინგების ნახვა ქუჩაში,” – აღნიშნავს ლაშა დამენია.
მისი თქმით, ამ მიტინგებით აიძულეს “ქართულ ოცნებას” შეეტანათ ქართველი ხალხის განაცხადი.
“საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით უნდა გადავადგმევინოთ ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია იმ რეფორმებისათვის, რომ საქართველო მიიღონ ევროკავშირში.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.