LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

173
მოლაპარაკება 22

მე-10 მოწვევის პარლამენტი პარასკევს, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება, თუმცა, ამ დრომდე ბოლომდე გაურკვეველია, შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ დაანონსა, რომ დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი გაიმართებოდა, რის შემდეგაც მოსახლეობა მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე მიიღებდა ინფორმაციას.

თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება. ამ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობაც  ადასტურებს.

შეხვედრის გადადების მიზეზი უცნობია.

„ფორტუნას“ „ევროპულ საქართველოში“ განუცხადეს,  რომ  ჩანიშნული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის  გაუქმებაზე ინფორმაცია ოფიციალურად პარტიაში არ შესულა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე მოლაპარაკებების რაუნდებზე პრესსამსახურებს ინფორმაცია არ ჰქონიათ, მოლაპარაკებაში მონაწილეებს პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ ხოლმე.

ცნობილია, რომ ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის.  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი  პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ.

გუშინ მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გააფორმებს დოკუმენტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

მეხუთე რაუნდი ფასილიტატორების ჩართულობით სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრები საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მონაწილეობით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g