ქართულ საავიაციო ბაზარზე მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ავიაკომპანია Air Malta თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.
როგორც „ინტრეკო თრეველ ჯგუფში“ ამბობენ, ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამიერიდან აღნიშნული ტურისტული კომპანია იქნება საქართველოში ავიაკომპანიის კომერციული წარმომადგენელი.
„აღსანიშნავია, რომ „ინტერკო თრეველ ჯგუფი“, როგორც Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი საქართველოში, ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზონ ევროპული საზაფხულო დასვენება მისაღებ ფასად.
ასევე ბედნიერებას გვანიჭებს იმის გააზრება, რომ მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადგან აღნიშული პირდაპირი რეისები საქართველოს, მალტიდან და მისი მეზობელი ევროპული ქვეყნებიდან პოტენციური ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება”,- აცხადებენ „ინტრეკო თრეველ ჯგუფში”.