ქართულ სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. “ლოჯისტიკ სერვისმა” ტვირთების გადაზიდვების მართვის ელექტრონული პლატფორმა შექმნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ინოვაციური ვებ-პორტალი www.marbi.ge მომხმარებლებს სატრანსპორტო გადაზიდვების მართვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას სთავაზობს.
მათივე ინფორმაციით, ვებ-პორტალი ტვირთის მფლობელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებები, დაზოგონ დრო, გადაზიდვის ხარჯები და გააუმჯობესონ მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა.
“მარბის” პროექტის მენეჯერის, თიკო მაღრაძის ინფორმაციით, “მარბი ლოჯიკის” სატრანსპორტო ლოგისტიკური პროგრამა 2015 წლის მიწურულს შეიქმნა. ამჟამად კი საიტზე უკვე 26 სატრანსპორტო კომპანია და დაახლოებით, 6-მდე ტვირთმფლობელი ოპერირებს.
“მარბი ლოჯიკის” სატრანსპორტო ლოგისტიკური პროგრამა ემსახურება ტვირთმფლობელ და
სატრანსპორტო კომპანიებს ტენდერების საშუალებით უზრუნველყონ ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა, რაშიც მედიატორის როლს ასრულებს “მარბის” ლოგისტიკური პლატფორმა და მისი ოპერატორები. პროდუქტის დანერგვისა და განვითარების აუცილებლობა გამოიწვია ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ, რაც გულისხმობს სტანდარტიზაციას, ოპტიმიზაციას და ტრანზაქციების სისწრაფეს. რაც ცალსახად მნიშვნელოვანია დღევანდელი ბიზნეს სექტორის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ საიტის უკან აღნიშნული მიმართულებით გამოცდილი ოპერატორების ჯგუფი დგას. სწორედ ეს ეხმარება მცირე თუ საშუალო ბიზნესის კომპანიებს, აწარმოონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვის სწორი, ეფექტიანი დაგეგმარება,” -განაცხადა თიკო მაღრაძემ. მისივე თქმით, ახალი პროდუქტი უკვე დაიტესტა მაღაზიათა ქსელ “საგა”-ზე და აღნიშნული კომპანიის სახით ექსკლუზიური პარტნიორიც შეიძინა.
“მარბი ლოჯიკის” ექსკლუზიური პარტნიორის, მაღაზიათა ქსელ “საგა”-ს კომერციული დირექტორის, გიორგი თაბუკაშვილის თქმით, კომპანია ”მარბისთან” უკვე თებერვლიდან თანამშრომლობს, მისი ექსკლუზიური პარტნიორია და სატესტო რეჟიმში მონაწილეობით დიდი სარგებელი მიიღო.
“ჩვენი გადმოსახედიდან ლოგისტიკის მომავალი ბევრად უფრო ავტომატიზირებულია, ვიდრე დღეს არის. “მარბი” არის ზუსტად ის პროდუქტი და პლატფორმა, რომელიც გვაძლევს ამის რეალურ შანსს, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყოთ, ვინც ფეხს შეაბიჯებს მომავალში”, – აღნიშნა გიორგი თაბუკაშვილმა.
როგორც კომპანიაში განმარტეს, www.marbi.ge-ს დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებისგან ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული შემოთავაზებები უმოკლეს დროში მიიღოს, შეიძინოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და დააზღვიოს ტვირთი.
“მარბის” ექსკლუზიური მზღვეველი კომპანიის “აი სი ჯგუფის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი შენგელიას თქმით, “აი სი ჯგუფი”ტვირთის დაზღვევას კომპანიებისთვის მაქსიმალურად მისაღები ტარიფით უზრუნველყოფს.
“ჩვენ ექსკლუზიური ტარიფით ვართ შესულები, ვართ ექსკლუზიური მზღვეველები და ყველა კომპანია, რომელიც დაკავშირებულიასატრანსპორტო ლოჯისტიკასთან, ტვირთის მფლობელი იქნება თუ თავად გადამზიდავი, აბსოლუტურად ყველასთვის დიდი სარგებლის მომტანია ჩვენი თანამშრომლობა, როგორც გადაზიდვის, ასევე დაზღვევისა და დაცულობის კუთხითაც”, – განმარტა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, კომპანია “მარბი ლოჯიკმა” ტვირთების გადაზიდვების მართვის ვებ პორტალი – www.marbi.ge ოფიციალურად “თბილისი მარიოტში” 10 ივნისს წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელმა მიიღო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სექტორებიდან. წარდგენას, ასევე, ესწრებოდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.