LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ანიმაციური ფილმი ,,მიტოვებული სოფელი” იაპონიაში ბრუნდება!

131
მიტოვებული-სოფელი-01

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს ამჯერად ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს.

ფილმის ჩვენება გაიმართება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალი 1995 წლიდან არსებობს და იგი წელს 5-21 თებერვალს ჩატარდება.

,,მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

,,მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და ,,ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g