LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს მგზავრებს, ვისი ჯანმრთელობაც ყურადღებას საჭიროებს

84
1509087209

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მეტ ყურადღებას ან/და ინდივიდუალურ დახმარებას (საჰაერო ხომალდზე ჩასხდომის, ხომალდიდან გამოსვლის და აეროპორტში გადაადგილების დროს).

„წინასწარ, არაუგვიანეს 48 საათისა, შეგვატყობინეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რათა დროულად მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობისა და დამხმარე პირების მობილიზება.სამედიცინო დოკუმენტი არ არის აუცილებელი, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ აეროპორტში გადაადგილებასა და თვითმფრინავში ჩასხდომის დროს გსურთ ავიაკომპანიისგან დამატებითი მომსახურება“, – აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

შეგახსენებთ, “საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ” გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური დახმარება COVID19-ის დროს მოგზაურობისას. რის მიხედვითაც, „ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.

„ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენლებს აეროპორტში ან საინფორმაციო ცენტრს: +995 322 485 511“, – ნათქვამია ქართული ავიაკომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g