LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმი “დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა

1235

ქართული ფილმი “დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ფილმი სვანურ ენაზეა. ასევე სვანია მასში მონაწილე ყველა მსახიობი.
მთავარ როლებში არიან, ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი.
კინოპროექტი “დედე” ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

“დედეს” საპოლოტე ვერსიამ “დინოლა” 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მოპოვება შეძლო.

ფილმის თიზერი:

კარლოვი ვარის კინოფესტივალი 1948 წელს დაარსდა და დღესდღეობით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად ითვლება. რიგით 52-ე ფესტივალი ჩეხეთში დღეს დასრულდა.

წლევანდელი ფესტივალი ორ ქართულ ფილმს მასპინძლობდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა” (მთავარი საერთაშორისო კონკურსი) და მარიამ ხაჭვანის „დედე” (საკონკურსო პროგრამა „დასავლეთის აღმოსავლეთი” – East of the West).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g