LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო პოლონურ ბაზარს იპყრობს: ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

102
164150073-2758306874480965-1283596603080565056-o

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.

2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g