საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ზურა ტომარაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული მწვრთნელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ზურა ტომარაძის გარდაცვალების გამო.
ბატონ ზურას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და საქმისადმი ერთგულება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის.
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სახელით, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საკალათბურთო სამყაროს ამ დიდ დანაკლისს.“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ზურა ტომარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ლევან მოსეშვილი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2003 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა
