LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კლასიკური რეპერტუარი და ახალი ნაწარმოებების პრემიერა“ – კონსერვატორია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს“ მასპინძლობს

125
კლასიკური მუსიკის საღამოები

28 ივნისს, 19:00 საათზე ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით მეორე კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ორგანიზატორი, სიმებიანი კვარტეტი – ნიკა ბარათელი- 1-ლი ვიოლინო, მილენა ჯალალბეკოვა – მე-2 ვიოლინო, მარიამ ჩიკვაიძე- ალტი, გიორგი გურგენაძე- ჩელო. სიმებიანი კვარტეტი „იბერი” – გიორგი ხაინდრავა- 1-ლი ვიოლინო, თამარ ბულია – მე-2 ვიოლინო, ირაკლი ჯაფარიძე- ალტი, ალექსეი სოლონოვიჩი – ჩელო. პროგრამაშია .აზარაშვილის და ს.ცინცაძის ნაწარმოებები.

„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წელს კონცერტები ჩატარდება თბილისსა და გორში. კონცერტების სერია მოიცავს ქართულ კლასიკურ რეპერტუარს, რომელიც გააერთიანებს როგორც ჩვენი დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, ასევე ახალ ქართულ ნაწარმოებებს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, როგორებიც არიან: ო.თაქთაქიშვილი, .კვერნაძე, .ყანჩელი, ა.მაჭავარიანი, მ.დავითაშვილი, ა.შავერზაშვილი, .გაბუნია, . აზარაშვილი და სხვები.

კონცერტებზე შედგება ახალი ქართული ნაწარმოებების პრემიერა. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლები. ამ მხრივ, ეს პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და თავს მოუყრის ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოში მცხოვრებ იმ ქართველ მუსიკოსებს, რომელთა მაღალი საშემსრულებლო დონე ყოველთვის ასახელებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ კულტურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტი წელს მოიცავს სამ კონცერტს. 27- 28 ივნისი – თბილისი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი, ხოლო მესამე კონცერტი 29 ივნისს, 15:00 საათზე გორის მუსიკალურ სასწავლებელში გაიმართება.

მომავალში ღონისძიება გაფართოვდება და ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.