LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია Bosch-თან ერთად წარმოებას იწყებს

bosch-logo-standort

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქობულია დღეს ქუთაისში რამდენიმე საწარმოს დაათვალიერებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულია ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ -ს ეწვევა, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა : M&S, UMBRO, Comma და სხვა. ეკონომკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M” ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

გარდა ამისა, გიორგი ქობულია ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს დაათვალიერებს – ეს არის წყლის ელექტროგამათბობლების საწარმოატლანტიკ საქართველო“, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს, ის 1 წლის წინ გაიხსნა. ატლანტიკ საქართველოუახლოეს მომავალში კომპანიაბოშთანერთად იწყებს წარმოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g