LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია “ინსორსი” 4 დღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

731
45210529-2381602788522962-4794151828482686976-o

ქართული კომპანია “ინსორსი” ოთხდღიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლას აპირებს.

საკონსულტაციო კომპანიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსორსში პარასკევი უქმე დღეა.

ვიფიქირეთ დანიამ და „მაიკროსოფტმა“ რატომ უნდა გვაჯობოს და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყვეთ ფეხი! რა თქმა უნდა, დანიას და „მაიკროსოფტს“ სხვა რამეებშიც რომ მივბაძოთ – ძალიან გვინდა, მაგრამ უკვე მიმდინარე კვირიდან, პარასკევი უქმე დღეა საკონსულტაციო კომპანია „ინსორსში“!

ფიქრობენ, რომ მათი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და „სამსახურეობრივი ბედნიერების“ მაჩვენებელიც მოეწონებათ.

დავგეგმეთ როგორ დავასრულოთ სამუშაოები ხუთშაბათს და ველით ინტერესით ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგს! ვინ იქნება შემდეგი – არ ვიცით, შედეგებს გაგიზიარებთ და თქვენც მოგვყევით ! წარმატებებს გისურვებთ და ამ საინტერესო ექსპერიმენტის სურვილი თქვენც გადმოგედოთ”, – წერია პოსტში.

ახალ გრაფიკზე კომპანია მიმდინარე კვირიდან გადავა, უცვლელი დარჩება სამუშაო საათების რაოდენობა – 10-დან 18:00 საათამდე.

https://www.facebook.com/insource.ge/posts/3076567682359799

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g