LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ იდეალური ბალანსი მუშაობის სტილსა და ცხოვრების სტილს შორის“ – 4 დღიან სამუშაო კვირაზე კიდევ 1 კომპანია გადადის

131
workingconditions

„ჩვენი პასუხისმგებლობაა შევქმნათ იდეალური ბალანსი მუშაობის სტილსა და ცხოვრების სტილს შორის“ – ამის შესახებ კომპანია Panasonic-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ Panasonic არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ის ერთ-ერთია იმ იაპონურ კომპანიებს შორის, რომლებმაც გლობალურ ტენდენციას აუბეს მხარი იმისთვის, რომ დასაქმებულთა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყონ ხელი.

„ბლუმბერგის“ ცნობით, Panasonic თანამშრომლებს ასევე ნებას დართავს იმუშაონ სახლიდან, თუკი მათ პარტნიორებს სხვა ქალაქში უწევთ სამუშაოდ გადასვლა. გარდა ამისა, Panasonic-ის თანამშრომლებს უფლება აქვთ, დასვენების დამატებით დღეებში სხვა სამსახურით, ან მოხალისეობით დაკავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები