LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-დღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლების პროდუქტიულობას 40%-ით ზრდის

395
download

რა შედეგი შეიძლება მიიღოს კომპანიამ, თუ ის საკუთარი თანამშრომლებისთვის სამუშაო დღეებს შეამცირებს? – გაგიკვირდებათ და შედეგი იქნება ძალიან ნაყოფიერი და ამაში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Microsoft თავად დარწმუნდა.

კომპანიამ ექსპერიმენტი ჩაატარა და მიმდინარე წლის ზაფხულიდან, იაპოანიაში, Microsoft-ში დასაქმებულებისთვის 4 დღიანი სამუშაო კვირა დააწესა.

იაპონური გამოცემა Nikkei BP-ის თანახმად, 2019 წლის აგვისტოში ამ საწარმოს თანამშრომლებისთვის უქმე დღედ შაბათ-კვირასთან ერთად, პარასკევიც გამოცხადდა. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებს მენეჯერებმა მოუწოდეს, რომ შეემცირებინათ შეხვედრებისა და ელექტრონული შეტყობინებებისთვის პასუხის გასაცემად საჭირო დროც. კერძოდ, შეხვედრები 30 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა,  რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად, 40%-ით გაიზარდა.

ექსპერიმენტში მონაწილე 2,300 თანამშრომლიდან 92% ამბობს, რომ მათ მოსწონთ შემცირებული სამუშაო კვირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები