2018 წლის 7-დან 10 სექტემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საიუველირო გამოფენაში – BIJORCHA.
აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში ქ. პარიზში გაიმართება, რომელსაც ყოველწლიურად 12 000-ზე მეტი ვიზიტორი და პოტენციური შემსყიდველი (ე.წ ბაიერი) სტუმრობს. საერთაშორისო ღონისძიება, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია. სააგენტო „აწარმოე საქართველოში’’ დაფარავს საგამოფენო ფართის ქირავნობის 80%-ს.
„მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 10 ივლისისა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdvyY5w6in6pAwByjHEUq6subaRhHNwZsXvnfpKRBrfu4RPAA/viewform?c=0&w=1
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525”, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.