LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „Alimentaria 2026“-ზე წარდგნენ

304
გამოფენა

9 ქართულმა კომპანიამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Alimentaria 20026“ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„Alimentaria“ მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმარმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროსთვის. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-ამდე ქვეყნიდან და 108 000-მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g