LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კურორტი, სადაც მზე ჩერდება – ჯადოსნური კადრები გომისმთიდან (ფოტოები)

636
1

ჯადოსნური ფერები გომისმთაზე – კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ნიკოლოზ ურუშაძე საკუთარი თვალით დანახულ გომისმთის ფოტოებს და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„მთები,მთაში აშენებული ქოხები და აქ მცხოვრები ადამიანებიც კი სხვანაირები არიან. მთის სახლი არასდროს ჰგავს იმ სახლს რომელსაც იგივე ადამიანი ზემოთ რომ ვახსენე ზღვის პირას ააშენებს. და მზე? -მზე საოცარი, დიდებული. დაისი? იცით როგორი? თითქოს ის მზე თითის გაწვდენაზე რომ ჩანს ხოლმე, მთელ თავის დომინანტობას, ეშხს და ნათებას იყენებს ჩვენს მოსახიბლად. ადამიანები კი ბედნიერები, ხმაურიანები და ციურ სხეულებზე საოცრად შეყვარებულები“, – წერს ნიკოლოზ ურუშაძე სოციალურ ქსელში.

ციხისძირის ჯადოქრობები - ქართული სოფელი, რომელიც ბალის არაფრით ჩამოუვარდება (ვიდეო)

„იმ საღამოს ერთი განზრახვით გავედი ბათუმიდან: რაღაც ახალი ადგილი უნდა მეპოვნა"

ცნობისთვის, გომისმთა მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტია ოზურგეთის რაიონში და ის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g