LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მხატვრული ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება

319

ქართული მხატვრული ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, გადაღება 3-დან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. სიუჟეტი მოგვითხრობს სამი თაობის წარმომადგენელთა შესახებ, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ცხოვრებისეულ სირთულეებსა თუ ადამიანურ გრძნობებს გვიჩვენებენ.

მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. ასევე, მაყურებელს საშუალება ექნება ფილმში ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ხურცილავა, გოვენ ჭეიშვილი და ბევრი სხვა ცნობილი მსახიობი იხილოს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” გადაღებები კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის , “გადაიღე საქართველოში”, ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქტია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სუბსიდიით იქმნება.

ასევე, ფილმს თანადგომას უწევს გერმანული ტელეარხი ZDF და კინემატოგრაფიის ეროვნული ფონდი.

მერაბ ნინიძემ “ფორტუნას” საინტერესო სამომავლო გეგმა გაანდო და აღნიშნა, რომ ის და ია შუღლიაშვილი, გადასაღებ მოედანზე ისე შეხმატკბილდნენ, რომ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა გადაწყვიტეს და მალე მაყურებელსაც შესთავაზებენ.

მე მანანას (ია შუღლიაშვილის პერსონაჟის) მეუღლეს, სოსოს, ვთამაშობ. მათ ნახევარი ცხოვრება ერთად გაატარეს და ორი ზრდასრული შვილი ჰყავთ. შემდეგ დგება კრიზისული პერიოდი და მანანა გადაწყვეტს ოჯახს ჩამოშორდეს, სოსო კი მას არ ეჩხუბება, ხელს უწყობს და ცდილობს დაიბრუნოს საყვარელი მეუღლე, ამიტომაც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი პერსონაჟი მომწონს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” რეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა, “ფორტუნასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმედოვნებს ფილმის ისეთსავე წარმატებას, როგორიც წილად მის წინა ნამუშევარს, “გრძელ ნათელ დღეებს” ხვდა, ვინაიდან ფილმი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კინოგაქირავებაში მოხვდა და 2013 წლის ყველაზე წარმატებულ საფესტივალო ფილმად დასახელდა.

ფილმის მეორე რეჟისორმა სიმონ გროსმა, სამომავლო გეგმები გაგვანდო და აღნიშნა რომ დიდი სურვილი აქვს ფილმის პრემიერა ბერლინში შედგეს და “ჩემმა ბედნიერმა ოჯახმა” კვლავ დიდი წარმატება მოიპოვოს ცნობილ ფესტივალებზე.

ფილმის პრემიერა ქართველი და უცხოელი მაყურებლებისთვის 2017 წელს შედგება.

14269429_1301756856531388_919752208_n

14269342_1301760366531037_1937556937_n

14256450_1301760389864368_867822672_n

14249231_1301760679864339_2023888923_n

პოპულალურები