LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მანქანის ევაკუატორის გამოძახებაში დაგეხმარებათ

354

კომპანია iDevelopers-მა ორი ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა – ევაკუატორის მარტივად გამოძახებისთვის და  ბავშვებისთვის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი კობაიძემ განუცხადა,  ევაკუატორის აპლიკაცია ამ ეტაპზე შექმნილია iOS-ის პლატფორმისთვის, უახლოეს დღეებში კი ”ანდროიდ” სისტემებსაც მოერგება.

”ევაკუატორის აპლიკაციის ჩამოწერით სმარტფონში, მომხმარებელი მარტივად, ერთ ღილაკზე დაჭერით შეძლებს ევაკუატორის გამოძახებს. მას შემდეგ რაც, აპლიკაციას ჩამოწერთ და შეიყვანთ თქვენი ტელეფონის ნომერს, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთ ღილაკზე მოგიწევთ ხელის დაჭერა. ამის შემდეგ, თქვენი ნომერი და ადგილმდებარეობა ავტომატურად გადაეგზავნება შესაბამის კომპანიას, რომელთანაც iDevelopers-ი თანამშრომლობს, ამ შემთხვევაში ”ჯუბა +”- ს,  და ამ სამსახურის წარმომადგენლები თავად გადმოგირეკავენ და დახმარებას აღმოგიჩენენ”, – განმარტა კობაიძემ.

მისივე თქმით, ევაკუატორის აპლიკაცია არის iDevelopers-ის და Flash Studio-ს ერთობლივი ნამუშევარი.

რაც შეეხება საბავშვო აპლიკაციას, როგორც iDevelopers-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განმარტა, ეს სასკოლო ცხრილს გულისხმობს. ”როგორც მოსწავლე, ისე მისი მშობელი შეძლებს ცხრილის აპლიკაცია ჩამოტვირთოს სმარტფონში და დღეების მიხედვით აკონტოლოს განრიგი. ამავე აპლიკაციის გამოყენება, ბუნებრივია, სტუდენტებსაც შეუძლიათ”, – აღნიშნა კობაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ორივე აპლიკაცია უფასოა და მათი ჩამოტვირთა მომხმარებელს უკვე შეუძლია.

შეგახსენებთ, კომპანია iDevelopers-ი 6 თვეა შეიქმნა.  თავდაპირველად მათი აპლიკაცია AllCooks-ი App Store-ში განთავსდა. აპლიკაციის მიზანი უსინათლოებისთვის  გემრიელი კერძების დამოუკიდებლად მომზადებაში ხელის შეწყობა იყო. როგორც  კობაიძემ განაცხადა, აპლიკაცია საკმაოდ მოთხოვნად აღმოჩნდა, ამიტომ  ამ პროექტის განვითარებსა და დახვეწაზე კომპანია სამომავლოდაც  იმუშავებს.

აპლიკაციების გადმოწერა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

https://itunes.apple.com/us/app/lessnotes/id1156463912?mt=8

https://itunes.apple.com/us/app/s0so/id1168037750?mt=8

 

magti 5g