LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” – 46%, “ნაციონალური მოძრაობა – 27,1% – “იმედი” GORBI-ის კვლევას აქვეყნებს

91
image-2021-08-10-220731

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 27,1% “ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 8,7%

ტელეკომპანია „იმედი“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • “ლელო“ – 3.4 %
  • „ევროპული საქართველო“ – 3.3 %
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8 %

ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.2%-მა არჩევან კახა კალაძეზე, ხოლო 38.8%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით – პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g