„ქართული ოცნება“ მომდევლო 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა. ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია, რომ ქართული ოცნება ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ ახალ პოლიტიკას შეიმუშავებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნის.
„ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი: • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი”, – აცხადებენ ქართულ ოცნებაში.