მმართველი პარტია მზადაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განიხილოს ყველა წინადადება რომელიც იქნება კონსტრუქციული – აცხადებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პირადი ინტერესებისთვის იყენებს და მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარება აცდენილია რეალობას.
მმართველი გუნდის განმარტებით, მათი პოზიცია ურყევია, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
