საარჩევნო ბიულეტენების დისბალანსი 1100 უბანზე დაფიქსირდა. აქედან 206 უბანზე იყო მეტი ბიულეტენი ვიდრე ხელმოწერა – ანუ ჩაყრა და 8000-ზე მეტი ცარიელი კონვერტი, რაც ხმების კონტროლის ”კარუსელის” პირდაპირი მტკიცებულებაა. ”ქართული ოცნება” ოპოზიციას მახეს უგებდა. ამის შესახებს, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ბატონმა, კობახიძემ შესთავაზა ოპოზიციას ჩავხედოთ,”სამართლიანი არჩევნების” პროტოკოლებსო და თუ იქ გაირკვა, რომ შეცდომაა და პარალელური დათვლის შედეგები ნამდვილ შედეგებს დაემთხვაო, თქვენ შემოდით პარლამენტშიო. ლოგიკურია აქედან იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ამის თაობზე, რომ ტექნიკური შეცდომა იყო ალგორითმში. ”სამართლიანი არჩევნების” რეპუტაცია მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა შეუბღალავია. მათ ან უკანონო ფარული მიყურადებით ჰქონდათ, ან ზეწოლის შედეგად მოიპოვეს ეს ინფორმაცია და იაფფასიან კომბინაციას სთავაზობდნენ ოპოზიციას”. აღნიშნა, მან.
შეგახსენებთ, რომ ”სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.