ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“თანამშრომლობას არ გამორიცხავს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ისაუბრა განცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.
”ზოგადი სახით განვაცხადე , რომ არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპატიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან, როგორ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი”, – განაცხადა კობახიძემ.