LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართული ოცნება” შეეშვას კლოუნადას, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია: თარხნიშვილი მდინარაძეს ეხმაურება

103
მდინარა და თარხანუშა

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული ოცნება ვერ ჩამოყალიბდა რა სურს, რადგან ერთიმხრივ ამბობს ,რომ ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს და იყენებს ყველა ბერკეტს, რათა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი როგორმე პარლამენტში შეიყვანონ.

თარხნიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კლოუნადას შეეშვას და მიხვდეს, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, თვისობრივად ახალი საარჩევნო გარემო და ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

”ქართული ოცნება” ზოგადად ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთის მხრივ, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ. მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.

რეალობა არის სულ სხვა. რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც ახალ არჩევნებს გულისხმობს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.

ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც ”ევროპული საქართელო” და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, ”ქართული ოცნება” კი, რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის”. – განაცხადა, თარხნიშვილმა.

ჩვენ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რამდენი ადამიანი შემოვა პარლამენტში, შესაბამისად, ვერც იმას ვიტყვით,  განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g