LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც არაფერზე აწერდნენ ხელს: ზურაბ ჯაფარიძე

89
ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს ეხმიანება, რომელშიც ოპოზიცია და ხელისუფლება მონაწილეობდა.

მისი განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, რადგან “შეხვედრაზე “ოცნება” მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც ხელს არ აწერდნენ”.

“პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ჩვენ არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არის, არჩევნები არ ტარდება, პოლიტპატიმრები არსებობენ და ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული. ეს ისეთი მასშტაბის კრიზისია, რომელსაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს. ამაზე პასუხისმგებელი არის ის ძალა, რომელიც მეცხრე წელია ხელისუფლებაშია. ,,ოცნება” მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა და სხვადასხვა რაღაცებს იძახდა, რეალურად ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და არც ხელს არ აწერდნენ”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების პოზიცია უნდა შეიცვალოს და არ უნდა იყოს საუბარი, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა.

 

პოპულალურები