LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს

247
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ხულოში

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ჭერისა და ძმაგულის მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. 

დელეგატობის კანდიდატმა ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები