“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ჯერ უცნობია, რასთან დაკავშირებით დაინიშნა შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება საუბარი.