LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ტერენტი გრანელს ბოდიშს უხდის

195
terenti

ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელი ტერენტი გრანელს ბოდიშს უხდის. “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი პატარიძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი როინ ზოიძე ერთმანეთს იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. ამ თემაზე პატარიძეს შეკითხვა ზოიძემ დაუსვა, რასაც კამათი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პატარიძემ ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ  ტერენტი გრანელი პოეტიც იყო და პროზაიკოსიც.

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g